სამშენებლო ქიმია

მასტერეირ 200 (ყოფილი მიკრო-ეირ 200)

ჰაერშემყვანი ბეტონის დანამატი, ზეთის სპირტისა და ამონიუმის მარილის ფუძეზე

30კგ ქილა

220კგ კასრი

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

 

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერეირ 200 წარმოადგენს ჰაერშემყვან ბეტონის დანამატს, რომელიც ქმნის მუდმივ, მცირე ჰაერის ნაწილაკებს, ბეტონის ნაზავში ჰაერის შეყვანის ხარჯზე და აძლიერებს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი.

გამოყენების არეალი:

  • ბეტონებში, რომლებიც განიცდიან ყინვა’ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
  • ტუმბოთი და მექანიკურად დასხმადი მზა ბეტონის წარმოება
  • არმირებული მსუბუქი და საშუალო წონის ბეტონის წარმოება
  • საგზაო ბეტონის წარმოება
  • მასიური ბეტონის წარმოება

უპირატესობები:

  • ოპტიმალურად გაუმჯობესებული ჰაერშეყვანის ფუნქცია, აძიერებს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
  • უზრუნველყოფს ოპტიმალურად განაწილებულ ფოროვნებას მშრალ ბეტონში
  • უზრუვნელყოფს მედეგობას და დაბალ შეღწევადობას შემცირებული წყალ/ცემენტის პროპორციის ხარჯზე
  • ამცირებს სეგრეგაციას
  • აძლიერებს ბეტონის პლასტიურობას და ამცირებს სეგრეგაციას, დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით
  • არ შეიცავს ქლორიდებს

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • თავსებადია მასტერგლენიუმის, მასტერრეობილდის და მასტერპოზზოლითის სერიის დანამატებთან
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

დანახარჯი:

მასტერეირ 200-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.09-0.2კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

 

მახასიათებლები
შემადგენლობა ზის სპირტი და ამონიუმის მარილი
ფერი ღია ყავისფერი
სიმკვრივე 0.98-1.02 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <10
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline