სამშენებლო ქიმია

მასტერგლენიუმ SKY 608 (ყოფილი გლენიუმ 608)

მაღალი დონის წყლის შემამცირებელი/ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი, პოლიცარბოქსილატის ფისის ფუძეზე

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერგლენიუმ SKY 608 წარმოადგენს მაღალი დონის წყლის შემამცირებელ, ნაადრევი და საბოლოო სიმტკიცის გასაზრდელ, ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, პოლიკარბოქსილატის ფისი ფუძეზე, რომელიც შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის და ხელსაყრელია წარმადობის სრული კონტროლის კონცეპტისათვის.

გამოყენების არეალი:

  • ტუმბოთი და მექანიკურად, მაღალი ხარისხის მზა ბეტონის ჩასხმისას
  • SDC (ჭკვიანი დინამიური ბეტონი) ბეტონის წარმოება
  • არასეგრეგირებადი, დენადი, რეოპლასტიური ბეტონის წარმოება

უპირატესობები:

  • უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერ დროს
  • უზრუნველყოფს დენადი, დაბალი წყალ/ცემენტის კოეფიციენტის ბეტონის წარმოებას, შესაბამისად TS EN 206-1 სტანდარტისა
  • უზრუნველყოფს ერთი დანამატის გამოყენებას, ბევრი დანიშნულებით

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
  • თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

 დანახარჯი:

მასტერგლენიყმ SKY 608-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.8-1.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

მახასიათებლები:
შემადგენლობა პოლიკარბოქსილატის ფისი
ფერი ბლანტი
სიმკვრივე 1.063-1.103 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <3
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია