სამშენებლო ქიმია

მასტერგლენიუმ 51 (ყოფილი გლენიუმ 51)

მაღალი დონის წყლის შემამცირებელი/ახალი თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი, პოლიცარბოქსილატის ფისის ფუძეზე

30კგ ქილა

220კგ კასრი

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +35 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

 

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერგლენიუმ 51 წარმოადგენს მაღალი დონის წყლის შემამცირებელ, ნაადრევი და საბოლოო სიმტკიცის გასაზრდელ, ახალი მეორე თაობის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, პოლიკარბოქსილატის ფისი ფუძეზე, რომელიც შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის და ხელსაყრელია წარმადობის სრული კონტროლის კონცეპტისათვის.

გამოყენების არეალი:

  • თვითმტკიცებადი და თვითჯდენადი ბეტონის წამროებისას
  • რეოდინამიური ბეტონის წარმოებისას
  • როდესაც მოთხოვნილია 18-24 საათში 28 დღის სიმტკიცის ბეტონის მიღება
  • რედიმიქს ბეტონის წარმოებისას

უპირატესობები:

  • აძლიერებს ბეონის საწყის და საბოლოო სიმტკიცეს, ზრდის ადგეზიას რკინასთან და წყალშეუღწევადობას სხვა ტრადიციულ სუპერპლასტიფიკატორებთან შედარებით
  • ზრდის ბეტონის მექანიკურ მახასიათებლებს, როგორებიცაა: კარბონიზაცია, ქლორიდებისადმი მედეგობა, აგრესიული ქიმიკატებისადმი მედეგობა, მოცულობის შემცირება და ა.შ.
  • ამცირებს ყალიბიდან ამოღების დროს
  • ზრდის ბეტონის ცვეთამედეგობას, სეგრეგაციის შემცირების ხარჯზე
  • ამცირებს დეკორატიული საფარის აპლიკაციის დროს, სეგრეგაციის შემცირების ხარჯზე
  • ზრდის ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობას
  • შესაძლოა გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ტიპის ცემენტთან
  • უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერ დროს
  • არ შეიცავს ქლორიდებს

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
  • გამოყენებადია მხოლოდ +15OС-ზე დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც ყალიბიდან ამოღება დაგეგმილია 18-24 საათში
  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
  • თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

დანახარჯი:

მასტერგლენიუმ 51-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.5-1.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

მახასიათებლები
შემადგენლობა პოლიკარბოქსილატის ფისი
ფერი ბლანტი
სიმკვრივე 1.082-1.142 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <3
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია

you're currently offline