სამშენებლო ქიმია

მასტერგლენიუმ 27 (ყოფილი გლენიუმ 27)

მაღალი დონის წყლის შემამცირებელი/ახალი თაობის სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი, პოლიცარბოქსილატის ფისის ფუძეზე

 

30კგ ქილა

220კგ კასრი

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +35 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერგლენიუმ 27 წარმოადგენს მაღალი დონის წყლის შემამცირებელ, ახალი თაობის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, პოლიკარბოქსილატის ფისი ფუძეზე, რომელიც შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის, სადაც მოთხოვნილია მაღალი გამძლეობა და სიმტკიცე და პროცესის უწყვეტობა.

გამოყენების არეალი:

  • თვითმტკიცებადი და თვითჯდენადი ბეტონის წამროებისას
  • მაღალი სამშენებლო კონსტრუციების მშენებლობა, სადაც ბეტონის ჩასხმა ხდება ტუმბოს საშუალებით და მოთხოვნილი ბეტონის მაღალი დენადობა და თანაბარი განაწილების უნარი
  • SDC (ჭკვიანი დინამიური ბეტონი) ბეტონის წარმოება
  • რედიმიქს ბეტონის წარმოებისას

უპირატესობები:

  • აძლიერებს ბეონის საწყის და საბოლოო სიმტკიცეს, ზრდის ადგეზიას რკინასთან და წყალშეუღწევადობას სხვა ტრადიციულ სუპერპლასტიფიკატორებთან შედარებით
  • ზრდის ბეტონის მექანიკურ მახასიათებლებს, როგორებიცაა: კარბონიზაცია, ქლორიდებისადმი მედეგობა, აგრესიული ქიმიკატებისადმი მედეგობა, მოცულობის შემცირება და ა.შ.
  • უზრუნველყოფს რეოპლასტიური ბეტონის წარმოებას წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე
  • უზრუნველყოფს ბეტონის იდეალურ განაწილებას საყალიბე სისტემაში
  • ტრადიციული სუპერპლასტიფიკატორებისაგან განსხვავებით არ ახდენს რეაქციის შენელაბს წყალ/ცემენტის პროპორციის ზრდისას, შესაბამისად ბეტონის შემადგენლობის ცვლილება სამშენებლო უბანზე არ არის საჭირო
  • არ შეიცავს ქლორიდებს

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
  • თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550/650
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

დანახარჯი:

მასტერგლენიყმ 27-ის რეკომენდირებული დოზირება არის 1.0-2.0კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

შემადგენლობა პოლიკარბოქსილატის ფისი
ფერი ბლანტი
სიმკვრივე 1.023-1.063 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <3
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია