სამშენებლო ქიმია

მასტერგლენიუმ 126 (ყოფილი გლენიუმ 126)

მაღალი დონის წყლის შემამცირებელი, მრავალმიზნობრივი სუპერპლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი, პოლიკარბოქსილატის ფისის ფუძეზე

 

1000კგ ავზი

ჩამოსასხმელი

შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.

პროდუქციის აღწერილობა:

მასტერგლენიუმ 126 წარმოადგენს მაღალი დონის წყლის შემამცირებელ, ნაადრევი და საბოლოო სიმტკიცის გასაზრდელ, ახალი მრავალმიზნობრივ სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, პოლიკარბოქსილატის ფისი ფუძეზე, რომელიც შექმნილია მზა ბეტონის ინდუსტრიისათვის.

გამოყენების არეალი:

  • ტუმბოთი და მექანიკურად, მაღალი ხარისხის მზა ბეტონის ჩასხმისას
  • თვითჯდენადი ბეტონის წარმოება,
  • არასეგრეგირებადი, დენადი, რეოპლასტიური ბეტონის წარმოება

უპირატესობები:

  • უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბეტონის მიწოდებას სამშენებლო ობიექტზე ნებისმიერ დროს
  • უზრუნველყოფს დენადი, დაბალი წყალ/ცემენტის კოეფიციენტის ბეტონის წარმოებას, შესაბამისად TS EN 206-1 სტანდარტისა
  • უზრუნველყოფს ერთი დანამატის გამოყენებას, ბევრი დანიშნულებით
  • უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტზე სასურველი კონსისტენციის და ტიპის ბეტონის მიწოდებას
  • ადვილად სწორებადი, აადვილებს აპლიკაციას
  • იძლევა იდეალურად გლუვ ზედაპირს
  • მეტად გამძლე ბეტონის წარმოების შესაძლებლობა

თავსებადობა სხვა დანამატებთან:

  • არ არის თავსებადი მასტერრეობილდის სერიის სუპერპლასტიფიკატორ ბეტონის დანამატებთან
  • თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
  • თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
  • შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
  • თავსებადია მასტერროკ MS 610-თან (მიკროსილიკა), რათა გაზარდოს ბეტონის წარმადობა და სიმტკიცე აგრესიულ კლიმატურ პირობებში
  • თავსებადია მასტერროკ TCC 735 და მასტერკასტ 125-თან, რათა თავიდან ავიცილოთ ბეტონის სწრაფი შეკუმშვა და წყლის სწრაფი კარგვა
  • თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550/650
  • ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან

დანახარჯი:

მასტერგლენიყმ 126-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.8-1.5კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.

მახასიათებლები:
შემადგენლობა პოლიკარბოქსილატის ფისი
ფერი ყავისფერი
სიმკვრივე 1.076-1.116 კგ/ლიტრი
ქლორიდის შემცველობა EN 480-10 <0.1
ტუტეს შემცველობა EN 480-12 <3
დეტალურად

მსგავსი პროდუქცია

სამშენებლო ქიმია
სამშენებლო ქიმია