Showing all 10 results

ზოლოვანა

მასიური მეტალის ზოლი, რომელიც დამხმარე, შემკრავი ან ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად გამოიყენება.

კუთხოვანა

მეტალის კუთხოვანა თავისი ფორმიდან გამომდინარე გამოიყენება კონსტრუქციის ასაგებად და გასამაგრებლად. კუთხოვანა  არსებობს თანაბარფრთიანი და არათანაბარფრთიანი.

ლითონის ფურცელი

ცივად და ცხლად ნაგლინი ლითონის ფურცელის გამოყენების არეალი დიდია და იგი გამოიყენება როგორც პირველადი სახით, ასევე ნახევარფაბრიკატად, რადგან მისი დაჭრით სხვადასხვა პროდუქტის მიღება შეიძლება, ვიზუალური თუ მზიდი დანიშნულებით.

მართკუთხა მილი

მართკუთხა (კვადრატული) მილების ძირითადი ფიზიკური განმასხვავებელი ნიშნებია გვერდების ზომები და მასალის კედლის სისქე. ამ ძირითადი მახასიათებლების მიხედვით ხდება კონსტრუქციული მოთხოვნების შესაბამისი მასალების შერჩევა კონკრეტული მშენებლობის ფარგლებში. გამოიყენება როგორც კონსტრუქციის ძირითადი ნაწილისთვის, ასევე მის შემკვრელადაც.

მასიური კვადრატი ფოლადის ღერო

მასიური კვადრატი ფოლადის ღერო ძირითადად გამოიყენება რკინის დეკორატიულ სამუშაოებში.

მასიური მრგვალი ფოლადის ღერო

მასიური მრგვალი ფოლადის ღერო ძირითადად გამოიყენება კონსტრუქციისა და ავეჯის წამოებაში.

მრგვალი მილი

მრგვალი მილი რამდენიმე სახისაა: სწორნაკერიანი, სპირალური და უნაკერო. კონკრეტული სახეობის მასალას თავისი უპირატესობა გააჩნია, რომლის მიხედვითაც ხდება მასალის შერჩევა პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ხშირ შემთხვევაში მრგვალი მილი გამოიყენება წყლის, გაზის და თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რომელთა სპეციფიკაციაც განსხვავებულია კონსტრუქციული მშენებლობაში გამოყენებადი მილებისაგან.

ორტესებრი კოჭი

მეტალის ორტესებრი კოჭი კონსტრუქციული მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციის სიმყარეს. არებობს სხვადასხვა სტანდარტის (ღეროსა და ფრთების პარამეტრების მიხედვით), ზომისა და მეტალის მარკის მასალები, რომელთა შერჩევაც მზიდი კონსტრუქციის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით უნდა მოხდეს.

რიფლიონი

ცივად და ცხლად ნაგლინი ლითონის ფურცელი რიფლიონის გამოყენების არეალი მისი მახასიათებლიდან გამომდინარე განისაზღვრება.

შველერი

შველერი კონსტრუქციული მშენებლობის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციის სიმყარეს. არებობს სხვადასხვა სტანდარტის ზომისა და მეტალის მარკის მასალები, რომელთა შერჩევაც მზიდი კონსტრუქციის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით უნდა მოხდეს.