GRC & Firestone სემინარი
მიმდინარე წლის 3 ივლისს სასტუმრო ბილტმორში ჩაატარდაა GRC & Firestone ერთობლივი სემინარი ,,თანამედროვე და საიმედო მწვანე გადახურვა”, სემინარს უძღვებოდა რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი ინნა ოლხოვსკაია და ჯი არ სი-ს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ნესტორ შამათავა.
სემინარზე მოწვეული იყვნენ ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ილია ღუდუშაური, ეკონომიკის სამინისტროდან სივრიცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნიკოლოზ თორთლაძე, სხვადსხვა სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები, არქიტერტორები, ინჟინრები და აპლიკატორები.
მოწვეული სტუმრები გაეცნენ კომპანია ჯი არ სი-ს საქმიანობის სფეროებს, მიიღეს ტექნიკური ინფორმაცია მწვანე გადახურვის შესახებ.