რა არის?
სადრენაჟე მემბრანა წარმოადგენს სითბურად დამუშავებულ მაღალი სიმტკიცის პოლიეთილენის ფირს. სადრენაჟე მემბრანა ძირითადად გამოიყენება როგორც დამცავი, გამყოფი, გამფილტრავი შრე სხვადასხვა ტიპის ჰიდროიზოლაციის სისტემებისათვის.
სადრენაჟე მემბრანის უჯრედების ზომა განისაზღვრება აპლიკაციის ტიპის მიხედვით.
რისთვის გამოიყენება?
- საგზაო მშენებლობისთვის
- ინტენსიური მწვანე გადახურვებისთვის
- ექსტენსიური მწვანე გადახურვებისთვის
- ნაგავსაყრელებში
- სადრენაჟე არხებში
- საძირკვლის ჰიდროიზოლაციის სისტემებში
შენახვის პირობები:
უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვაში, ცეცხლის წყაროდან მოშორებით.
შეფუთვა:
2 მეტრი სიგანისა და 20 მეტრი სიგრძის რულონები
პროდუქტის უპირატესობები:
- სწრაფი აპლიკაცია
- პროექტზე მორგებული ზომები
- დრენირების მაღალი დონე
- სტატიკური დატვირთვების მიმართ გამძლეობა
- ორთქლგამტარობა
- ულტრაიისფერი სხივებისადმი მედეგობა
- წყლის რეზერვირება მწვანე საფარის ქვემოთ
მაჩვენებელი |
ერთეული |
ფუძე | HDPE |
ფერი | შავი |
მინიმალური სისქე | 1 მმ |
სიგანე | 2 მ |
სიგრძე | 20 მ |
წყლის რეზერვი | 1,9 ლ/მ2 |
ტემპერატურული დიაპაზონი | -30 +80° C |