

სამშენებლო ქიმია
მასტერტოპ BC375 N AS
ორკომპონენტიანი, თვითსწორებადი, ანტისტატიკური, გამხსნელებისაგან თავისუფალი იატაკის საფარი, პოლეურეთანის ფუძეზე
შეფუთვა
მასტერტოპ BC370 AS იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
30კგ კომპლექტი
24.6კგ ქილა Part A
5.4კგ ქილა Part B
შენახვის პირობები
შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
პროდუქციის აღწერილობა:
მასტერტოპ BC375 N AS წარმოადგენს ორკპომპონენტიან, თვითსწორებად, ანტისტატიკურ, ნახევრად ელასტიურ იატაკის საფარს პოლეურეთანის ფუძეზე, რომელიც ხასიათდება მაღალი ცვეთა და ქიმიკატებისადმი მედეგობით. არ შეიცავს გამხსნელს და არის ადვილად წმენდადი.
გამოყენების არეალი:
- საოპერაციო ოთახები
- ვერთმფრენის ანგარები
- ფეთქებადი და აალებადი ქიმიკატების წარმოების, შენახვის და დასაწყობების ადგილები
- ინფორმაციული ტექნოლოგიები, სასერვეროები და ა.შ. სადაც არის ანტისტატიკური იატაკის მოთხოვნა
უპირატესობები:
- მარტივი აპლიკაცია
- ანტისტატიკური საფარი
- მაღალი მექანიკური მედეგობა
- მაღალი ქიმიკატებისადმი მედეგობა
- წარმოქნის ანტიმიკრობულ საფარს
- ადვილად წმენდადი, ჰიგიენური სივრცეებისათვის
დანახარჯი:
მასტერტოპ BC375 N AS წარმოადგენს ანტისტატიკური სისტმის (მასტერტოპ 1324 AS) კომპონენტს, დანახარჯი დამოკიდებულია სისტემის არჩევანზე. ზუსტი დანახარჯის გასაგებად იხილეთ სისტემის ჭრილი.
მახასიათებლები | მასტერტოპ BC375 N AS Part A | პოლეურეთანის ფისი | მასტერტოპ BC375 N AS Part B | პოლეურეთანის გამამყარებელი | ფერი | RAL ფერები | სიმკვრივე | 1,45 კგ/ლიტრი | წებოვნება | 2200მპა | აპლიკაციის ტემპერატურა | +10 OС +30 OС | გამოყენების დრო | 30 წუთი | შესაძლებელია გავლა | 16 საათი - 3 დღე | სრული შრობა | 7 დღე |
---|