

სამშენებლო ქიმია
მასტერტოპ BC370 AS
ორკომპონენტიანი, თვითსწორებადი, ანტისტატიკური იატაკის საფარი, ეპოქსიდის ფუძეზე
შეფუთვა
მასტერტოპ BC370 AS იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
30კგ კომპლექტი
25კგ ქილა Part A
5კგ ქილა Part B
შენახვის პირობები
შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
პროდუქციის აღწერილობა:
მასტერტოპ BC370 AS წარმოადგენს ორკპომპონენტიან, თვითსწორებად, ანტისტატიკურ იატაკის საფარს ეპოქსიდის ფუძეზე, რომელიც ხასიათდება მაღალი ცვეთა და ქიმიკატებისადმი მედეგობით. არ შეიცავს გამხსნელს და არის ადვილად წმენდადი.
გამოყენების არეალი:
- საოპერაციო ოთახები
- ვერთმფრენის ანგარები
- ფეთქებადი და აალებადი ქიმიკატების წარმოების, შენახვის და დასაწყობების ადგილები
- ინფორმაციული ტექნოლოგიები, სასერვეროები და ა.შ. სადაც არის ანტისტატიკური იატაკის მოთხოვნა
უპირატესობები:
- მარტივი აპლიკაცია
- ანტისტატიკური საფარი
- მაღალი მექანიკური მედეგობა
- მაღალი ქიმიკატებისადმი მედეგობა
- წარმოქნის ანტიმიკრობულ საფარს
- ადვილად წმენდადი, ჰიგიენური სივრცეებისათვის
დანახარჯი:
მასტერტოპ BC370 AS წარმოადგენს ანტისტატიკური სისტმის (მასტერტოპ 1270 AS და 1270 ASR) კომპონენტს, დანახარჯი დამოკიდებულია სისტემის არჩევანზე. ზუსტი დანახარჯის გასაგებად იხილეთ სისტემის ჭრილი.
მახასიათებლები | მასტერტოპ BC370 AS Part A | ეპოქსიდური ფისი | მასტერტოპ BC370 AS Part B | ეპოქსიდის გამამყარებელი | ფერი | RAL ფერები | სიმკვრივე | 1,46 კგ/ლიტრი | წებოვნება | 1900მპა | აპლიკაციის ტემპერატურა | +10 OС +30 OС | გამოყენების დრო | 30 წუთი | შესაძლებელია გავლა | 16 საათი | სრული შრობა | 5 დღე |
---|