ჰიდროიზოლაცია
მასტერსილ 589
ორკომპონენტიანი, ელასტიური ჰიდროიზოლაცია აკრილ-ცემენტის ფუძეზე, ნეგატიური და პოზიტიური აპლიკაციისათვის
შეფუთვა
მასტერსილ 589 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
25კგ ფხვნილი, პოლიეთილენით არმირებული ტომარა Part A
10კგ სითხე, სათლი Part B
შენახვის პირობები
შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. მასტერსილ 589 იყინება 0 OС-ზე დაბალ ტემპერატურებზე. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
პროდუქციის აღწერილობა:
მასტერსილ 589 წარმოადგენს, ორკომპონენტიან, ელასტიური ჰიდროსაიზოლაციო მასალას აკრილ-ცემენტის ფუძეზე, რომელიც გამოიყენება ბეტონის და სხვა ცემენტოვანი ფუძის კონსტრუქცეიბის ჰიდროსაიზოლაციოდ, როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური მხრიდან.
მიესადაგება EN 1504-2 სტანდარტს
მიესადაგება EN 14891 სტანდარტს
გამოყენების არეალი:
- შიდა და გარე ზედაპირებზე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაციისათვის
- ჰიდროიზოლაციად წყლის შემაკავებელი ბეტონის კონსტრუქციებში
- საძირკვლების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ტერასების ჰიდროსაიზოლაციოდ
- სველი წერტილების ჰიდროსაიზოლაციოდ
- საცურაო აუზების ჰიდროსაიზოლაციოდ
- ბეტონის ზედაპირის დაცვა კარბონაციისა და ქლორისაგან
- საუნები, სპა, ჰამამის ჰიდროიზოლაცია
უპირატესობები:
- ორთქლგაუმტარი
- მეტად ცვეთამედეგი, ფეხით სასიარულო ზედაპირებისათვის
- კარბონის დიოქსიდის და ქლოროს იონებისადმი მედეგი
- მაღალი შეჭიდება ზედაპირზე
- მარტივი და სწრაფი აპლიკაცია
- ყინვა/ლღობა ციკლებისადმი მედეგი
- გამოსადეგი სასმელ წყლის რეზერვუარებში
- ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა
- თეთრი ფერი უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივისგან დაცვას
დანახარჯი:
პირველი ფენა: 1,5 კგ/მ2 ნაზავი
მეორე ფენა: 1,3 კგ/მ2 ნაზავი
შემადგენლობა | მასტერსილ 589 Part A | პოლიმერული შემავსებელი, დანამატები და სპეც. ცემენტი | მასტერსილ 589 Part B | კოპოლიმერული აკრილი | ფერი | თეთრი და ნაცრისფერი | შეჭიდება ზედაპირთან | ≥ 1,0 ნ/მმ2 (28 დღეზე) | წყლის პენეტრირება | 1 ატმოსფერო ნაგატიური, 1,5 ატმოსფერო პოზიტიური | კაპილარული შეწოვა | ≤0,1 გრ (4 საათის შემდგომ) | აპლიკაციის ტემპერატურა | +5 °C +30 °C | სამუშაო ტემპერატურა | -20 °C +80 °C | ზედაპირული შრობის დრო | 3-5 წუთი |