

სამშენებლო ქიმია
მასტერპროთექთ 180 (ყოფილი მასტერსილ 180)
ორკომპონენტიანი დამცავი საფარი ეპოქსიდის ფუძეზე
შეფუთვა
მასტერტოპ 180 იწარმოება ორ კომპონენტად შეფუთული.
5კგ კომპლექტი
4,36კგ ქილა Part A
0,64კგ ქილა Part B
შენახვის პირობები
შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში.
პროდუქციის აღწერილობა:
მასტერპროთექთ 180 წარმოადგენს ორკომპონენტიან დამცავ საფარს ეპოქსიდის ფუძეზე, რომელიც სპეციალურად შექმნილია ბეტონისა და რკინის ზეადპირების დასაცავად.
გამოყენების არეალი:
- შიდა და გარე სივრცეები
- ვერტიკალური და ჰორიზონტალური აპლიკაცია
- მეტალისა და ბეტონის ავზები
- კედლები, გაზისა და ორთქლსაწინააღმდეგო საფარის სახით
- ნავთობისა და საწვავის ავზები
- ელექტრო სადგურები, შაქარის ქარხნები, ანგარები, სასმელი წყლის დეპოები
- ლუდის, ღვინის და ქიშმიშის წარმოება
- სასმელებისა და წვენების წარმოება
- რძის, ყველისა და იოგურტის მრეწველობა
- თევზისა და ხორცის მრეწველობა
- სამედიცინო მრეწველობა
- კონსერვირებული პროდუქციის წარმოება
- საავადმყოფოს ლაბორატორიებში, სველ წერტილებსა და სხვა ჰიგიენურ გარემოში
- სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის სამრეცხაოები
უპირატესობები:
- პრიალა ზედაპირი
- წარმოქმნის ზედაპირს, რომელიც ხელს უშლის მიკრობების გაჩენას
- ადვილად წმენდადი და ჰიგიენური
- მაღალი მექანიკური მედეგობა
- მაღალი ელასტიურობა, რომელიც აკომპენსირებს ზედაპირის სტრუქტურულ რხევას
- მაღალი ქიმიური მედეგობა, სხვა ეპოქსიდურ საფარებთან შედარებით
- მარტივი აპლიკაცია ფუნჯით, ლილვაკით ან მისხურების მეთოდით
- წყალგაუმტარი
- არ შეიცავს გამხსნელებს
- შესაძლებელია გამოყენება სასმელი წყლის რეზერვუარებში
დანახარჯი:
რეკომენდირებულია მოხდეს მასტერპროთექთ 180-ის დატანა ორ შრედ. დანახარჯი დაახლოებით 0.20-0.40 კგ/მ2 – ზე.
მახასიათებლები | მასტერპროთექთ 180 Part A | ეპოქსიდური ფისი | მასტერპროთექთ 180 Part B | ეპოქსიდის გამამყარებელი | ფერი | RAL ფერები | კონსისტენცია/აპლიკაცია | ბლანტი/ფუნჯი | სიმკვრივე | 1,05 კგ/ლიტრი | აპლიკაციის დრო | 45 წუთი | საწყისი შრობა | 12 საათი | სრული შრობა | 7 დღე | მშრალი ფირის სისქე | 125-250 მიკრონი (თითო შრე) | სამუშაო ტემპერატურა | -20 OС +80 OС | ცვეთისადმი მედეგობა: ბეტონი, რკინა | > 2.5 ნ/მმ2, > 2.5 ნ/მმ2 |
---|
დეტალურად