

სამშენებლო ქიმია
მასტერპოზზოლით 519 (ყოფილი პოზზოლით 519)
წყლის შემამცირებელი/პლასტიფიკატორი ბეტონის დანამატი მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე
შეფუთვა
1000კგ ავზი
ჩამოსასხმელი
შენახვის პირობები
შენახვის ვადა 12 თვე წარმოების დღიდან. უნდა დასაწყობდეს გაუხსნელ, ორიგინალ შეფუთვებში, ყინვისაგან დაცულ შენობაში +5 OС +35 OС ტემპერატურაზე. შეფუთვის გახსნის შემთხვევაში შენახვის ვადა რჩება იგივე, თუკი მოხდება შეფუთვის ხელახლა დახურვა.
პრდუქციის აღწერილობა:
მასტერპოზზოლით 519 წარმოადგენს წყლის შემამცირებელ/პლასტიფიკატორ ბეტონის დანამატს, მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატის ფუძეზე, რომელიც ზრდის ბეტონის სამუშაოთა შესრულების ხასრისხსა და მექანიკურ მახასიათებლებს (საწყისი სმიტკიცე), წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე.
გამოყენების არეალი:
- ტუმბოთი და მექანიკურად მზა ბეტონის ჩასხმისას
- არმირებული ბეტონის წარმოებაში, მსუბუქი და საშუალო წონის ყველა ტიპის ბეტონის წარმოებაში
- ყველა ტიპის ბეტონში, სადაც მოთხოვნილია დენადი კონსისტენცია
უპირატესობები:
- ამცირებს წყლის რაოდენობას 12%-ით, ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით
- ზრდის ბეტონის საბოლოო სიმტკიცეს, დანამატის გარეშე ჩასხმულ ბეტონთან შედარებით
- უზრუნველყოფს წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირებას და ამავდროულად ხდის ბეტონს უფრო დენადს ტუმბოთი და მექანიკურად ჩასხმისათვის
- უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას მცირე ცემენტის წილის მქონე ბეტონში
- უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცეს, გამძლეობას და დაბალ შეღწევადობას წყალ/ცემენტის პროპორციის შემცირების ხარჯზე
- ზრდის სამუშაოთა შესრულების ხასრისხს და ამცირებს სეგრეგაციის რისკს
- ყალიბში ჩასხმისას იძლევა გლუვ ზედაპირს სეგრეგაციის გარეშე
- უზრუნველყოფს ბეტონის ჯდომას ნაკლები ვიბრაციის პირობებშიც კი, მკვრივი ბეტონის აპლიკაციისას
- არ შეიცავს ქლორიდებს
თავსებადობა სხვა დანამატებთან:
- თავსებადია ყველა ტიპის ცემენტთან
- თავსებადია მინერალურ დანამატებთან (სილიკა, ფერფლი, შლაკი და ა.შ.)
- შესაძებელია გამოყენებულ იქნას ჰაერშემყვან დანამატთან ერთად (მასტერეირ 200), რათა გაიზარდოს ყინვა/ლღობის ციკლებისადმი მედეგობა
- თავსებადია ბზარის საწინააღმდეგო სინთეტიკურ ბოჭკოებთან (ფიბრა) გამოსაყენებლად, მასტერროკ FIB SP 530/540/550
- ცხელი კლიმატური პირობების შემთხვევაში აუცილებელია გამოვიყენოთ შესაფერისი მკურნავი მემბრანა (ქურინგი) მასტერკურ 101, მასტერკურ 107, მასტერკურ 176, მასტერკურ 186, რომელიც ბეტონში არსებულ სინესტეს იცავს სწარფი აორთლებისაგან
- თავსებადია მასტერრეობილდ 310-თან ერთად გამოსაყენებლად, რათა გაიზარდოს ბეტონის კონუსი ჯდომა (სლამპი)
დანახარჯი:
მასტერპოზზოლით 519-ის რეკომენდირებული დოზირება არის 0.6-1.2კგ დანამატი ყოველ 100კგ შემკვრელზე (ცემენტი, მიკროსილიკა და ა.შ.) ზუსტი დოზირება დგინდება ლაბორატორიული ცდების საფუძველზე.
მახასიათებლები: | შემადგენლობა | მოდიფიცირებული ლიგნინის სულფონატი | ფერი | ყავისფერი | სიმკვრივე | 1.136-1.196 კგ/ლიტრი | ქლორიდის შემცველობა EN 480-10 | <0.1 | ტუტეს შემცველობა EN 480-12 | <10 |
---|