Caucasus Build 2018 - სამშენებლო გამოფენა
CAUCASUS BUILD-ი არის ყველაზე პრესტიჟული, წამყვანი სამშენებლო ღონისძიება კავკასიის რეგიონში. მშნებელობის და ინტერიერის გამოფენა, 2018 წელს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით უკვე ოცდამესამედ ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა 2018 წლის 26-29 აპრილს; მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში.
კომპანია “ჯი არ სი”-მ 2018 წლის სამშენებლო გამოფენაზე გაიმარჯვა ნომინაციაში: საუკეთესო სტენდის კონცეფცია!
ჯი არ სი მიმდინარე წლის სამშენებლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძირითადი პროდუქციის ასორტიმენტით, ასევე იმ ყველა სიახლით რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს.
ექსკლუზიურად წარმოდგენილი გვქონდა – ქვაბამბის სენდვიჩპანელი.
პროდუქტი სრულიად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ხანძარმედეგობის ნორმებს და არის ერთადერთი პროდუქტი მთელს რეგიონში, რომელსაც აქვს ხანძარმედეგობის შესაბამისობის სერთიფიკატი
აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს აძლევს საშუალებას ააშენოს უმოკლეს ვადაში ენერგოეფექტური და უსაფრთხო ნაგებობა, რომელიც ზოგავს კომუნალურ ხარჯებს 40%-მდე!
ყოველდღიურად CAUCASUS BUILD სამშენებლო გამოფენას 1500-მდე ვიზიტორი სტუმრობდა! ხოლო მომხმარებელთა დაინტერესება ჩვენი პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალი იყო.
კომპანია “ჯი არ სი”-ს 2018 წლის მშენებლობის და ინტერიერის გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო საკარკასე მასალების და არმატურის სტენდით, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ მიეღოთ კონსულტაცია აღნიშნული ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლებისგან!